saqarTvelos qedebi - bedenis qedi

ტერიტორიული ერთეული წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები
კოორდინატები 41°37`00` ჩ. გ. 44°12`00` ა. გ.
უმაღლესი წერტილი ბედენის მთა
სიმაღლე 1875 მ

 

ქედი საქართველოში. წარმოადგენს მდინარეების ალგეთისა და ქციის წყალგამყოფს. ადმინისტრაციულად ვრცელდება წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. უმაღლესი ადგილია ბედენის მთა (1875 მ). ქედზე გადადის სამანქანო გზა. თბილისი - თეთრიწყარო-წალკა. ბედენის ქედი აგებულია ხარხული ვულკანოგენური ნალექებით, ნეოგენური და მეოთხეული ლავებით. აქვს სამხრეთი განშტოება, სადაც იაილოს მთაა. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზოგან - ფიჭვნარით, თხემზე მეორეული მდელოებია.